en
ge

CSI-ის ბათუმის ფილიალი გურიაში - „რას მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება ქართველ მომხმარებელს“

გურია. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალმა ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
„ფილიალის წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ და პროექტის „დაცული მომხმარებლის" მენეჯერმა გიორგი ავაზაშვილმა პროექტის პრეზენტაცია გამართეს. მათ იმ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც პროექტის „რას მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება ქართველ მომხმარებლებს" – ფარგლებში გამოვლინდა. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი.
პროექტის მიზანია გურიისა და აჭარის ტურისტულ ზონებში სერვისის მიმწოდებელთა და ამ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სამართლებრივი რეგულაციების შესახებ. პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაგრძელდა. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დღესვე გაიმართება ოზურგეთში, ხოლო 27 იანვარს პროექტის წარდგენა ქობულეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება", ნათქვამია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)