აჭარა. ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, „ნუ დარეკავ უმიზეზოდ, ნუ წაართმევ სხვას სიცოცხლეს".
„აქტივობის ფარგლებში დაიბეჭდა სტიკერები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში განთავსდება. აქტივობის მიზანია მოქალაქეებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კუთხით ცნობიერების ამაღლება. აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში