en
ge

შეხვედრა ქობულეთში - „რას მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება ქართველ მომხმარებელს“

აჭარა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან პროექტ „რას მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება ქართველ მომხმარებლებს" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში გამოვლენილ პრობლემატიკაზე ისაუბრეს. პროექტის მიზანია გურიისა და აჭარის ტურისტულ ზონებში სერვისის მიმწოდებელთა და ამ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის სამართლებრივი რეგულაციების შესახებ.
პროექტს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი ახორციელებს, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ბათუმის ფილიალის ორგანიზებით გაიმართა", ნათქვამია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023