თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" ეხმიანება ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სიის არდამტკიცების ფაქტს.
„...კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს იმ ნაკლოვანებებს, რაც ახასიათებდა აღნიშნული პროცესს და შესაბამისი ცვლილებები ასახოს ახალი კომისიის დაკომპლექტების, საქმიანობის წესის განსაზღვრისა და მუშაობის პროცესში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის სიჯანსაღეს და მის შესაბამისობას ევროსაბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. კოალიცია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ხარვეზების დასაძლევად და დასახელებული მიზნების მისაღწევად", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge