თბილისი. ეს შენ გეხება მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ეხმაურება.
„სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე ფარულ მიყურადებას, ასევე ფარულ ვიდეო და აუდიო გადაღებას განახორციელებს სუს-ის შემადგენლობაში არსებული უწყება - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სააგენტო). წარმოდგენილი კანონპროექტი ცალსახად შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთნახსენები გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან და ქმნის რისკებს ადამიანის უფლებებში უსაფუძვლო ჩარევისთვის.
„კამპანია მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო წესრიგს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს", ნათქვამია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საეთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge