25 იანვარს, ომბუდსმენის მოადგილე ჟენევაში, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთან ვიტიტ მუნტარბორნთან გამართულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.
„შეხვედრისას განიხილეს დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მიეწოდებინათ რეკომენდაციები დამოუკიდებელი ექსპერტის სამომავლო საქმიანობის მიმართულებებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრამდე სახალხო დამცველმა დამოუკიდებელ ექსპერტს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, სადაც მიმოხილულია დისკრიმინაციის საკითხებზე სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითადი შედეგები, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის მიმართულებით არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge