თბილისი. 5 თებერვალს, ფრონტლაინ კლუბში გაიმართება Tbilisi Photo Festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნესტან ნიჟარაძის მასტერკლასი.
„მასტერკლასის მიზანია ინდივიდუალური სამუშაო სეანსების გზით დასრულებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ფოტოპროექტების რედაქტირება, პროექტების ფოტოგრაფიული ისტორიის/ სტილის და ინდივიდუალური ფოტოგრაფიული ხელწერის გამოკვეთა.
ფოტოგრაფებთან შეხვედრის მიზანია იმ ახალი ფოტოგრაფიული პროექტების გამოვლენა, რომლებიც Tbilisi Photo Festival -ის სამხატვრო საბჭოს განხილვის საგანი გახდება „ფოტოგრაფიის ღამის" (2017 წლის სექტემბერი) პროგრამისთვის სლაიდშოუების შერჩევის პროცესში", ნათქვამია ფრონტლაინ კლუბის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ფრონტლაინ ჯორჯიას ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში