აჭარა. სასტუმრო შერატონში, ბათუმში, ქალ მეწარმეთა პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
„ფორუმზე წარმოდგენილები იყვნენ ის წარმატებული ქალბატონები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ საგრანტო პროექტებში ან ისარგებლეს შეღავათიანი სესხებით თავიანთი ბიზნესის დასაწყებად და გასაფართოებლად. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენლები. რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახებთან" პარტნიორობით ხდება სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულობის გაზრდა.
ფორუმი, რომლის მთავარი გზავნილი იყო „წარმატებული ქალი - ძლიერი ეკონომიკა", აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა", ნათქვამია მომავლის ფერმერის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში