en
ge

„სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საერთაშორისო პრაქტიკა“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით აქვეყნებს სიტუაციურ ანალიზს.
„საქართველოს კანონმდებლობა ადგენს სასამართლო სხდომათა საქვეყნოობის მაღალ სტანდარტს. სასამართლო სხდომები არის ღია (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) ხოლო გადაწყვეტილება ყველა საქმეზე ცხადდება საჯაროდ. მიუხედავად აღნიშნულისა დღეის მდგომარეობით სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მდგომარეობა საქართველოში ძალზე დაბალია. აღნიშნულს მოწმობს IDFI-ის მიერ მომზადებული სიტუაციური ანალიზიც.
სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, IDFI-მ შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და მოამზადა მოკლე სიტუაციური ანალიზი. მოცემული დოკუმენტის მიზანია სიტუაციური სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ზოგადი სახის ინფორმაციას მართლმსაჯულების გამჭვირვალობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვას შორის ბალანსის საკითხზე. დოკუმენტი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, შოტლანდია, ირლანდია, კანადა, შვედეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სომხეთი, ახალი ზელანდია, სლოვენია, ხორვატია, გერმანია და ავსტრალია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)