თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" რუსთავში აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებული დასაქმებულების საქმეზე მონიტორინგს განახორციელებს და შრომის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეფასებას წარმოადგენს.
„„ახალგაზრდა ადვოკატების" ინტერესია, შესწავლილ იქნეს საკითხი, თუ რა გარემო პირობების გამო გახდა აუცილებელი დასაქმებული პირების გათავისუფლება, რატომ აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე კომპანია, როგორ ნაწილდება გათავისუფლებულთა მიმართ სახელმწიფოსა და კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ტვირთი. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას წარუდგენს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge