en
ge

ომბუდსმენმა იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა

თბილისი. 31 იანვარს, ომბუდსმენმა იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის" (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე.
ორგანიზაციამ ომბუდსმენს განუცხადა, რომ 2016 წლის მარტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაციები, თუმცა, განცხადებები უპასუხოდ დარჩა.
„სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგების მიხედვით, ვინაიდან არ დადასტურდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულება, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის (ინფორმაციის თავისუფლება) დარღვევა და ამ უწყებებს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)