en
ge

„EMC „თეთრი ხმაურის“ აქციის მონაწილეთა დაკავების საქმეებს აჯამებს“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმაურება 2016 წლის 10 დეკემბერს „თეთრი ხმაურის" მოძრაობის აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვის დასრულებას.
„...აღნიშნულ აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებულმა იძულების ღონისძიებებმა და შემდგომში წარმოებულმა საქმეებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ბრალდებით, ცალსახად გამოიწვია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავდროულად, აქციის მსვლელობისას და შემდგომში პოლიციის მხრიდან გაჟღერებული პოზიციები მიზნად ისახავდა არა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას, არამედ კრიტიკული აზრის დაფიქსირებისთვის ხელის შეშლას და ნარკოპოლიტიკის და საპოლიციო სისტემის ცვლილების მოთხოვნით აქციაზე მისული პირების წინააღმდეგ გამორჩეულად მკაცრი ზომების გამოყენებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)