თბილისი. 1 თებერვალს, ომბუდსმენმა კლუბ „Sector 26–ის" მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.
„ბათუმში კლუბ „Sector 26–ის" დაცვის თანამშრომლებმა მოახდინეს განმცხადებელთა, როგორც ლგბტ თემის წარმომადგენელთა იდენტიფიცირება და ისინი კლუბიდან გააგდეს.
სახალხო დამცველმა კლუბის ხელმძღვანელს რეკომენდაციით მიმართა, რომ მის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, რაც ასევე გულისხმობს კლუბის მომსახურე პერსონალისა და დაცვის თანამშრომლების მიერ კლუბის სტუმრების პატივისცემას, მათი სექსუალური ორიენტაციის ანდა სხვა მახასიათებლის მიუხედავად", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge