თბილისი. 9 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო შინაგან საქმეთა მინისტრის ის ბრძანება, რომელიც ამ უწყებას უფლებას აძლევდა უვადოდ შეენახა პერსონალური მონაცემი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ.
„თუ ადამიანმა უბილეთოდ იმგზავრა ტრანსპორტით, დაარღვია მოძრაობის წესები, პირველად მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ჩაიდინა სხვა ადმინისტრაციული გადაცდომა და ამის გამო დაეკისრა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ეს ინფორმაცია უვადოდ ინახებოდა შსს-ს ელექტრონულ ბაზაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ პირი გამართლდებოდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge