en
ge

რისკები და ხარვეზები ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტზე

თბილისი. 6 თებერვალს, უმრავლესობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფარული მოსმენების განხორციელებას ახლებურად არეგულირებს.
„კანონპროექტის თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. სააგენტოს ასევე ეძლევა უფლებამოსილება, გააკონტროლოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები. შესაბამისად, დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნის ნაცვლად, კანონპროექტით იქმნება სუს-ის ერთეული კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილებით და ამ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების რისკით.
კამპანია „ეს შენ გეხება" კანონპროექტის ძირითად რისკებსა და ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.esshengexeba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)