en
ge

ზოგადი წინადადება პარლამენტს შეურაცხმყოფელი გამონათქვამების რეგულირებაზე

თბილისი. ომბუდსმენმა პარლამენტს მიმართა ზოგადი წინადადებით, რომელიც პარლამენტის წევრების მიერ სიძულვილის ენის ან დაუცველი ჯგუფების მიმართ სხვა სახის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ეხება.
„სახალხო დამცველი ზოგად წინადადებაში მიუთითებდა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა კი ამ სინდრომის მქონე ადამინებს „ავადმყოფები" უწოდა. წინადადებაში ასევე ასახულია პარლამენტის სხვადასხვა წევრების შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)