en
ge

„მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა”

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დეკანოზ მამალაძის საქმეზე გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება.
მიუხედავად საკმაოდ მძიმე ბრალდებისა და საკითხის მიმართ საზოგადოების განსაკუთრებულად სენსიტიური დამოკიდებულებისა, საია გაუმართლებლად მიიჩნევს  ბრალდებულის  მიმართ  პროკურატურის წარმომადგენელთა და არაერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
აღნიშნული განცხადებების შინაარსი ქმნის  შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში  ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს - ერთადერთ ინსტანციას საქართველოში, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური უფლება, პირი გამოაცხადოს დამნაშავედ - ჯერ არ დაუწყია საქმის განხილვა", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)