en
ge

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე

სამეგრელო. 4 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით USAID-ის პროგრამამ INRMW-საქართველომ მოაწყო გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების და დარგოლვის საველე ექსპედიცია პალიასtომის ტბაზე, კოლხეთის ეროვნულ პარკში. მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში დაარსებული ეკოკლუბების წევრებმა.
ღონისძიება გახსნes ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ჩარლზ ვეტერმა, USAID-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ოფისის დირექტორმა ჯილ კელიმ და INRMW პროგრამის წარმომადგენლებმა.
ეკოკლუბების შემეცნებითი ექპედიცია ჩატარდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორნითოლოგების დახმარებით.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა საჯარო სკოლის ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაში. ღონისძიების შედეგად ხობის და სენაკის 8 საჯარო სკოლის 24 მოსწავლემ მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ საკითხებში.
წყარო: cenn. org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)