en
ge

სოციალური ქსელები და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები

თბილისი. 31 იანვარს GIPA და კლუბ ფრონტლაინ ჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა დისკუსია – სოციალური ქსელები და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. რა არის სოციალური ქსელები ჟურნალისტებისთვის - პერსონალური თუ საჯარო სივრცე? როგორ აღიქვამს აუდიტორია მათ პოსტებს ფეისბუქზე? სად გადის ზღვარი პირად შეხედულებებსა და რედაქციის პოზიციას შორის? როგორ ვიყოთ მოქნილები და ამავე დროს არ დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა? - ეს არის ის კითხვები, რაზეც 31 იანვარს პასუხის გაცემას ცდილობდნენ კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიას” დისკუსიის მონაწილეები. სოციალურ ქსელებში ქცევის წესები არ შეუმუშავებიათ მონაწილეებს, რადგან ეს, მათი აზრით კიდევ მრავალი განხილვის თემაა. თუმცა შეთანხმდნენ, რომ სოციალურ ქსელებში ჟურნალისტის ქმედებამ არ უნდა იქონიოს გავლენა მისი და გამოცემის სანდოობასა და მიუკერძოებლობაზე.
წყარო: media.ge
ჩანაწერი – სოციალური ქსელები და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები
წყარო: სამოქალაქო ინტერნეტ მაუწყებლობა ნაკადი.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)