თბილისი.31 იანვარს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან გამართა
შეხვედრა. შეხვედრა გაიმართა „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო
საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში (G-PAC).
შეხვედრაზე
განიხილეს ის სამართლებრივი საკითხები, რომელებიც ხელს უშლის საქველმოქმედო ორგანიზაციების
საქმიანობას, მათ შორის საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა
ააიპ–ის დაბეგვირს თავისებურებები, ქველმოქმედი
იურიდიული და ფიზიკური პირებითვის საგადასახადო შეღავათები, ეკონომიკური საქმიანობისა
და გადასახადებისაგან გათავისუფლებული შემოსავლების გამიჯვნა და ა.შ. შეხვედრაზე ასევე
დაფიქსირდა გრანტების შესახებ კანონის გადახედვის,
მისი დეფინიციების კორექტირების და სამოქალაქო კოდექსში ზოგიერთი ტერმინის განმარტების
აუცილებლობა.
საქველმოქმედო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს დამატებითი პრობლემები, შეიმუშავეს
მათი გადაჭრის შესაძლო გზები და გამოთქვეს სურვილი, აქტიურად ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან, ამ საკითხების მოსაგვარებლად.