en
ge

„აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ახალ თანამდებობებზე“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები ახალ თანამდებობებზე".
„სახელისუფლებო პარტიიდან პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო შპს-ებში დასაქმება, როგორც ჩანს, მასობრივ ხასიათს იღებს. საზოგადოებაში არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილია საბიუჯეტო ორგანიზაციებში ისეთი პირების დასაქმება, რომლებიც აღარ არიან საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებაში და სანაცვლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში  თანამდებობებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრობის გამო იკავებენ.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ ჩნდებოდეს კითხვები ამა თუ იმ საკადრო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილი დეპუტატობა არ უნდა იყოს გარანტი საჯარო უწყებებში პოზიციების დასაკავებლად", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023