en
ge

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები აჭარაშიც ამუშავდება

აჭარა. გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით აჭარაში დაიწყება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დანერგვა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები. აღნიშნული დადგენილების ფარგლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პასუხისმგებლობა სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობებსაც ეკისრებათ.
 გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული მექანიზმის გაძლიერებასა და გაფართოებაში. აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის დახმარებით დაგეგმილია აჭარის რეგიონში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: unicef.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)