en
ge

„ბრძოლა სარეკრეაციო ზონებისთვის“

თბილისი. საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისი, ქალაქ ოზურგეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს მიმართავს პეტიციით, რომლის მიზანი ქალაქში სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და დაცვაა.
„პროცესის წამოწყების საფუძველი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ქ. ოზურგეთში მდებარე ე.წ. „9 აპრილის პარკის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები, რამაც ადგილობრივ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
პეტიციით წარდგენილი დადგენილების პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცისა და სარეკრეაციო ტერიტორიის ცნებების სამართლებრივ განსაზღვრებას, ასევე, საზოგადოებრივი სივრცის პირდაპირი განკარგვის წესით გასხვისებისა და სარეკრეაციო ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის მშენებლობის წარმოების აკრძალვას, გარდა სარეკრეაციო ტერიტორიის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ობიექტებისა", ნათქვამია საის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)