en
ge

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სავარაუდო დისკრიმინაცია აღმოფხვრა“

31 იანვარს, ომბუდსმენს მიმართა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა. ის აღნიშნავდა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, სოციალური დახმარების მიმღებს შორის პროგრამიდან მარტოხელა მამების გამორიცხვა წარმოადგენდა დისკრიმინაციას სქესის ნიშნით.
„საქმის შესწავლის პროცესში საქართველოს სახალხო დამცველმა ზესტაფონის საკრებულოს წერილობით მიმართა. 2017 წლის 2 მარტს სახალხო დამცველს აცნობეს, რომ 2017 წლის 24 თებერვალს განკარგულებაში შევიდა ცვლილება და სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრეს მარტოხელა მამებიც დაემატა. შესაბამისად, „მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები მიიღებენ სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)