თბილისი. 9 მარტს, გაიმართება ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" უმაღლესი განათლების პროგრამის ხელშეწყობით შექმნილი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.
„სამაგისტრო პროგრამის მიზანია, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მოამზადოს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების კვალიფიციური თერაპევტი, რომელიც შეძლებს კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებისა და დარღვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ინტერვენციის გეგმის შედგენას და განხორციელებას, კონსულტირებას ბავშვებსა და მოზრდილებში, ინკლუზიური პრაქტიკის ხელშეწყობას კვლევას და ცოდნის გავრცელებას", ნათქვამია ორგანიზაცის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.osgf.ge