თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გადაამოწმა, თუ რამდენად შეიცვალა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობა 2017 წლისათვის, საკვლევ რეგიონად კი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე შეირჩა.
„მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში 2015 წლის ივლისის მონაცემებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რაოდენობა 105-ითად 113 ერთეულამდე, დასაქმებულთა რაოდენობა 5 548 საშტატო ერთეულიდან 6 401 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა, რამაც ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი ყოველთვიურად 460 000 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 5.5 მილიონი ლარით გაზარდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge