8 მარტს, ომბუდსმენი სიტყვით გამოვიდა ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა საბჭოს 34–ე სესიაზე. შეხვედრაზე ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის მოდ დე ბოერ–ბუკიკიოს საქართველოში ვიზიტის ანგარიში განიხილეს.
„სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობისა და ადრეული ქორწინების შემთხვევათა გამოვლენის და მათზე დროული და ეფექტური რეაგირების საკითხები განიხილა. მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები არ ფლობენ ძალადობის პრევენციის უნარ–ჩვევებს და არ გააჩნიათ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა გამოვლენისათვის აუცილებელი ცოდნა. ამ მიმართულებით მთავარ გამოწვევად ცნობიერების დაბალი დონე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება რჩება”, ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge