თბილისი. 8 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გენდერული თანასწორობის ქსელისა და ქალთა ფონდ საქართველოსთან ერთად, ქალთა თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმოხილვა გენდერული თანასწორობის კუთხით.
შეხვედრაზე განიხილეს მანიფესტი, რითაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მოუწოდეს სიღრმისეული ცოდნითა და მგრძნობელობით განიხილოს რეალური თანასწორობის საკითხები, რათა გაჩნდეს სრულფასოვანი შესაძლებლობა სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აგრეთვე, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან მიმართებაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge