en
ge

14 მარტს გაიმართება კონფერენცია: დისტანციური სწავლება საქართველოში

თბილისი. 14 მარტს, 11:00 - 17:00 საათამდე, სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში დისტანციური სწავლებას. კონფერენციის ამოცანაა საქართველოში ონლაინ სწავლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება, გამოწვევების და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ზოგადად, აღნიშნული საკითხის აქტუალიზაცია.
კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ: ევროკავშირის წარმომადგენლები, საქართველოს განათლების სამინისტროს და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები; დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები; აკადემიური და საგანმანათლებლო ორგანიზაციების  წარმომადგენლები - ამ საკითხზე მომუშავე სხვა აქტორები და დაინტერესებული მხარეები.
ელექტრონული სწავლება დღეს მსოფლიოში მკვეთრად მზარდი ტრენდია.   კონფერენციაზე იქნება მოხსენებები, როგორც ზოგადად გლობალურ ტენდენციებზე, ასევე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე. ასევე, იქნება გამოცდილების გაზიარება პრაქტიკოსებისგან აკადემიური, ზოგადსაგანმანათლებლო და არაფორმალური განათლების სფეროდან .
კონფერენცია ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (www.civilin.org) მიერ,  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)