en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" 11-12 მარტს აჭარის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მომხდარ ფაქტზე სამართლებრივი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფას მოითხოვს, რომელიც დაადგენს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის სოციალურ მიზეზებს, სამართლებრივ კვალიფიკაციას მისცემს განხორციელებულ ქმედებებსა და გამოკვეთს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
„მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ შესწავლას და გამოვლენას მოითხოვს მოსახლეობის შეხედულებები, რომელიც უკავშირდება არამხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენების მიზანშეწონილობას და სიხშირეს, არამედ მათი მხრიდან მოქალაქეების მიმართ მოპყრობას და იმ სავარაუდო გამონათქვამებს, რომელიც ხაზს უსმევს აჭარაში მცხოვრები მოქალაქეების რელიგიურ, კუთხურ თუ ქსენოფობიურ შედარებებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: barristers.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)