თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტებმა ძევრის შშმ პირთა ინსტიტუციაში მცხოვრებ ადამიანებს იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
„პანსიონატში მცხოვრები ადამიანების ინტერესი, ძირითადად, შეეხებოდა მხარდაჭერის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა, მათი საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესში მხარდამჭერის მოვალეობები, საკუთარი პენსიის განკარგვის პროცედურული საკითხები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com