en
ge

კოალიციამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობით მიმართა

თბილისი. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ე.წ. ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.
„საქართველოში წლების განმავლობაში პრობლემად რჩება, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტური გამოძიების წარმოება. დამნაშავეთა იდენტიფიცირების ნაკლებობამ და დაუსჯელობამ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სისტემურ პრაქტიკად ჩამოაყალიბა, რაც დღემდე გრძელდება. კოალიციამ მინისტრთა კომიტეტს გააცნო გამოძიების სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებით არსებული, როგორც საერთაშორისო, ისე, ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)