თბილისი. 10 მარტს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ძევრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის პერსონალთან ტრენინგი ჩაატარა.
„PHR-ის წარმომადგენლები მათ რეფორმის არსისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ, გააცნეს მხარდაჭერის განხორციელების ფორმები და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობები.
ძევრის პანსიონატში დასაქმებულმა პერსონალმა/მხარდამჭერებმა, ტრენინგის განმავლობაში, მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა ან მხარდამჭერის მოვალეობისგან გათავისუფლება, როგორ ერთვება მხარდამჭერი გარიგების დადების პროცესში, როგორ მიმდინარეობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან ურთიერთობა და ასევე, როგორაა განსაზღვრული მხარდამჭერის პასუხისმგებლობის საკითი და ფარგლები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com