თბილისი. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.
„სააპელაციო სასამართლომ გიორგი ხაბურზანიას მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით მისი სასარჩელო მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და თბილისის მერიას დაეკისრა გიორგი ხაბურზანიას თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, ასევე, დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება.
გიორგი ხაბურზანიას ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იცავდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: article42.ge