en
ge

„როგორ დავიცვათ ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2016 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს - სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში.
პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ექსპერტი, სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის (კანადა) აღმასრულებელი დირექტორი ტობი მენდელი. მიმდინარე წლის 24 იანვარს IDFI-ის მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვაზე მან საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი რეკომენდაციები საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. ამჯერად გთავაზობთ, ბატონი მენდელის აკადემიურ ნაშრომს, რომელიც მიმოიხილავს ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვის მექანიზმებს. ნაშრომს, საფუძვლად უდევს სასამართლო გადაწყვტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში არსებული გამოწვევები, რაც IDFI-ის საქმიანობის შედეგად აქტიური საერთაშორისო განხილვების საგანი გახდა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ კვლევა გვთავაზობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილების სიღრმისეულ მიმოხილვას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)