en
ge

ჯამპსტარტი ახალ პროექტს იწყებს

თბილისი. ჯამპსტარტ ჯორჯია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს - ჰაერის ფილტრი.
„პროექტის მიზანია შექმნას და მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებისა და პირების ქსელს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით მუშაობენ, ან ამ თემატიკით არიან დაინტერესებული. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ვებ პორტალი - Filter.ge, სადაც ადამიანები შეძლებენ, მიმზიდველი და მარტივად გასაგები სახით მიიღონ ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ, ასევე გაიგონ როგორ შეიძლება შეცვალონ მათი ყოველდღიური ჩვევები, იმისათვის, რომ გარემო ნაკლებად დააზარალონ. პლატფორმის მომხმარებელს ასევე შეეძლება თავად ჩაერთოს უკეთესი გარემოს შექმნის პროცესში და ყოველთვე დადოს პირობა, რომ დანერგავს ცვლილებებს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: jumpstart.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023