თბილისი. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და შეახსენებს სახელმწიფოს მის როლსა და ფუნქციას ამ ადამიანებთან მიმართებით.
„საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების გამოყენებას და მათ ეფექტურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ხმა თანდათან უფრო ძლიერად ისმის, ნაკლებია სახელმწიფოს შემხვედრი ძალისხმევა მათი საჭიროებების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად,” ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge