თბილისი. 17 მარტს, საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ილსა-საქართველო) პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „თანამედროვე გამოწვევები საერთაშორისო სისხლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში".
„კონფერენცია გაიმართა ილსა-საქართველოს (ILSA Georgia) ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.
გამარჯვებულებს და მონაწილეებს, ილსა-საქართველოს (ILSA Georgia) სახელით, გადაეცათ შესაბამისი ინგლისურენოვანი სერთიფიკატები და წამახალისებელი პრიზები. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორმა და თსუ საერთაშორისო სამართლის პროფესორმა, ქალბატონმა ირინე ბართაიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, კონფერენციის გამარჯვებულები დააჯილდოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკის გავლით, ხოლო ომარ მთივლიშვილი, ანა თაბაგარი და თამარ ონიანი - სსიპ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის უფასო კურსებით. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ კონფერენციის „საუკეთესო სპიკერის" ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა ბუბა ბაღდავაძე”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში