en
ge

დევნილებს ახალი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ

შიდა ქართლი. 20 მარტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დევნილებს ახალი ბინის გასაღები გადასცა.
„გორში, ხუთსართულიან კორპუსში, საცხოვრებელი ბინები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო, ისინიც ტურბაზის დევნილთა ჩასახლებაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ.
... გორში კომბინატის დასახლებაში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და 480 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს. ამის პარალელურად გორის საკრებულომ დევნილთა სამინისტროს ოთხი საბავშვო ბაღის შენობა გადასცა, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ და მინისტრის თქმით, უკვე დაიწყება მათთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.humanrights.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)