თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2011 და 2012 წლებში მოამზადა და გამოაქვეყნა კვლევა „სავარაუდო პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები".
„კვლევაში განხილულმა საქმეების სამართლებრივმა ანალიზმა გამოავლინა სერიოზული ხარვეზები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ, რომლებიც ხელისუფლების შესაძლო ოპონენტებად შეიძლება ჩაითვალონ.
წინამდებარე საქმეებში: ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, კალანდია საქართველოს წინააღმდეგ და შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ გამოვლენილი დარღვევები იდენტურია 2011 და 2012 წლების საიას კვლევაში გაანალიზებული საქმეებისა.
ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული არგუმენტაცია საქართველოს მთავრობას გადაუგზავნა და საიას პოზიციაზე დამატებითი მოსაზრებების წარსადგენად ვადა 2017 წლის 7 აპრილამდე განუსაზღვრა. აღნიშნული პერიოდის შემდგომ ევროპული სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საიას საჩივრებზე", ნათქვამია საიას ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge