თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საჯარო სამსახურში დასაქმებულ შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
„PHR მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში ისევე ისარგებლონ სოციალური პაკეტის მიღების უფლებით, როგორც ეს ხდება მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში, ვინაიდან შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს და სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ უნდა მოხდეს თვითრეალიზაციისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com