en
ge

„ახალი დოკუმენტები ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების საჭიროებას ადასტურებს”

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოიპოვა დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც, 2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, საიას კვლევაში მოყვანილი ფაქტების უსამართლობაზე საუბრობდა.
„მოპოვებული დოკუმენტიდან, ერთი სოფიო ქათამაძესა და შპს „ფროფერთი მენეჯენტს" შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული მემორანდუმია, მეორე „ფროფერთი მენეჯმენტის" 2015 წლის 29 ივნისის წერილი, ხოლო მესამე საქართველოს ბანკის მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს საჯარო რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი.
... ზემოთ მოყვანილი ფაქტები მოწმობს, რომ საიას მიერ მომზადებული კვლევაში ასახული ინფორმაცია და დასკვნები არათუ უსამართლოა, არამედ კიდევ უფრო გამყარებულია ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით. შესაბამისად, ეს დოკუმენტები ხაზს უსვამს საქმეზე გამოძიების წარმოების საჭიროებას.
საია მოუწოდებს თბილისის საკრებულოს და მერიას, რომ პროაქტიულად თავად გამოაქვეყნონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ზვიად ნაზღაიძის საქმესთან არის დაკავშირებული და საზოგადებისათვის ამ დრომდე უცნობი რჩება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)