en
ge

„საფარი“ ევროპარლამენტში

თბილისი. კონფერენციას თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის განხორციელება და ასოცირების ვალდებულებები ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში" კავშირი „საფარი" დაესწრო. მისმა ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ისაუბრა საქართველოში დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მან მიმოიხილა საქართველოში დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმები და კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, პრეზენტაციაში ხაზგასმული იყო ანტი-დისკრიმინაციულ კანონში სექსუალური შევიწროვების არარსებობა, სასამართლოსადმი მიმართვის ვადის გაზრდის აუცილებლობა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების აღსრულების არასავალდებულოობა და სხვა პრობლემები. მათ შორის, კონკრეტულ გამოწვევებში მოხსენიებული იყო სიძულვილის ენა, სიძულვილის დანაშაულები და ლგბტ ადამიანებისათვის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გამოწვევები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: sapari.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023