თბილისი. ENPARD-ის ფარგლებში, ორგანიზაცია „ქეამ" და მისმა პარტნიორი თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET), ENPARD-ის განმახორციელებელ სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების კვლევის შედეგებს წარმოადგინეს.
„კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ENPARD-ის გრანტის მიმღები 118 კოოპერატივი, რომლებიც დაფინანსდნენ 2016 წლამდე. ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილი კოოპერატივები კვლევაში შესული არ არის. აღნიშნულ კოოპერატივებს 2017 წლის ივნისში გამოსაქვეყნებელი მომდევნო კვლევა მოიცავს.
ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება გრძელვადიანი პროცესია, ზუსტი დასკვნების გაკეთება რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის მიუხედავად, დღესდღეობით არსებული მონაცემები უკვე იძლევა ევროკავშირის მიერ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების განვითარებისათვის თვალის მიდევნების საშუალებას და დაინტერესებული მხარეებს აწვდის ინფორმაციას საწყისი ტენდენციების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: enpard.ge