სამეგრელო. 25-26 მარტს, ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის პირველადი ჯანდაცვის 50 ექიმისთვის ჩატარდა ტრენინგი - „ონკოლოგიური დაავადებები-პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა”.
„ტრენინგები მიზნად ისახავდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობის გაზრდას ონკო-დაავადებების პირველად და მეორეულ პრევენციაში და ის, ასოციაცია „ქსენონის” პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა კიბოს ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვისთვის” ფარგლებში განხორციელდა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში