თბილისი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
„ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრმა მსგავსი აუდიტორიები უკვე გახსნა თსუში, თავისუფალ, ღია სასწავლო და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში, აუდიტორია ევროპულ სკოლაშიც ფუნქციონირებს. ცენტრის მიერ გახსნილი და აღჭურვილი სივრცეები თავისუფალია ევროინტეგრაციის თემებზე დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად", ნათქვამია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ცენტრის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში