en
ge

„ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები“

23 მარტს, „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების" პროექტის ფარგლებში დილიჟანში გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია.
„ღონისძიების ფარგლებში მოხდა ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პროექტის შედეგების გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია საბაჟო რეგულაციების შესახებ პროდუქციის, ნედლეულის და ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის პროცესში. მონაწილეები დაწვრილებით გაეცნენ სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინოვაციური ტექნოლოგიების და ტურიზმის სექტორებში საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
24 მარტს ქალაქ ნოემბერიანში გაიხსნა „ბიზნესის საინფორმაციო-საბროკერო ცენტრი", რომელიც დაფუძნდა „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების" პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია მოემსახუროს სომხეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობით, ინვესტირებითა და იმპორტ/ექსპორტით დაინტერესებულ კომპანიებს", ნათქვამია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.cida.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)