თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ვიდეოს: „ორიენტალიზმი და მუსლიმ ქალთა რეპრეზენტაცია".
„რა არის ორიენტალიზმი და როგორ ხდება ორიენტის წარმოება? როგორია მუსლიმ ქალთა რეპრეზენტაცია და რა კონტექსტი ქმნის მუსლიმი ქალების სახე ხატებს? რა შედეგები მოაქვს მუსლიმი ქალების უფლებების დაცვის სახელით წარმოებულ პოლიტიკებს? სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა?.
ვიდეო არის მცდელობა პასუხი გასცეს კითხვას თუ როგორ შეიძლება ვიფიქროთ იმ გზებზე, რომლებიც სამართლიანი და თანასწორი სამყაროს შექმნას შეუწყობს ხელს და როგორია ჩვენი როლი ამ პროცესში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge