en
ge

მკითხველთა კლუბის შეხვედრები

აჭარა. ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში ყოველკვირეულად მკითხველთა კლუბის შეხვედრები იმართება. ცენტრის ორგანიზებით უკვე შვიდი შეხვედრა გაიმართა ბათუმის ამერიკულ კუთხეში. მკითხველთა კლუბის მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და აზრის გამოთქმისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი 25 წლამდე ახალგაზრდა, კლუბის წევრები იკრიბებიან ყოველ ორშაბათს და განიხილავენ წინასწარ წაკითხულ ნოველას ან მოთხრობას. აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)