en
ge

გამჭვირვალობა: თვითმმართველობებისთვის სასოფლო მიწების გადაცემა ფერხდება

თბილისი. გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ახალ ბლოგს: „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის პროცესი ფერხდება".
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობისთვის წარედგინათ. „თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ აქვთ შესრულებული, რითაც ერთმნიშვნელოვნად ფერხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფისკალური და ეკონომიკური რესურსების, მათ შორის ქონების გადაცემას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სრულად...
წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)